მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპმა ირანში სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ კონგრესს აცნობა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ კონგრესს ოფიციალურად აცნობა. არსებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერმა საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი წერილი უკვე გაუგზავნა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ გადაწყვეტილებამ ამერიკელ კანონმდებლებს შორის სამართლებრივი დებატები უკვე გამოიწვია. კონგრესის წევრების ნაწილი პრეზიდენტის ქმედებების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს - მათ სამხედრო ოპერაციის საწარმოებლად კონგრესის ნებართვის არარსებობა აშფოთებთ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კანონმდებლების უკმაყოფილების მიუხედავად, ტრამპი თავისი შეტყობინებით ომის უფლებამოსილების შესახებ კანონს სრულად იცავს. არსებული რეგულაცია სახელმწიფოს მეთაურისგან ნებისმიერი სამხედრო იერიშის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში კანონმდებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს, ეს კი ტრამპმა უკვე შეასრულა.

ცნობისთვის, 2026 წელს დონალდ ტრამპმა მსგავსი განცხადებით კონგრესს პირველად 2 მარტს მიმართა და მომდევნო 60 დღის განმავლობაში კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებით ოპერაცია "ეპიკური მრისხანება" ჩაატარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები