მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატი კანონმდებლების ქმედებების გამოძიება დაავალა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან ოპონენტები უდანაშაულო ადამიანების იმპიჩმენტითა და სხვადასხვა სასჯელით დაშინებაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს, ყოველგვარი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, „დანაშაულებრივი აქტი“ უწოდა.

შეგახსენებთ, შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების შემდეგ, პარტიის ლიდერები კონგრესზე კონტროლის მოპოვებასა და თეთრი სახლის საქმიანობის საპარლამენტო გამოძიებების გააქტიურებას გეგმავენ.

კანონმდებლებმა უკვე გამოითხოვეს დოკუმენტაცია, რომელიც თეთრ სახლში სამეჯლისო დარბაზის მშენებლობისთვის ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან განხორციელებულ დონაციებს ეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები