მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რექს ტილერსონი შეარჩია

58500244451c2
BM.GE
13.12.16 18:14
1264
დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რექს ტილერსონი შეარჩია. BBC-ის ინფორმაციით, ტილერსონი უმსხვილესი ნავთობკომპანიის ExxonMobil-ის ხელმძღვანელია. საკუთარ განცხადებაში ამერიკის არჩეული პრეზიდენტი წერს, რომ ტილერსონი „ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი და ლიდერია“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მდივნის კანდიდატს კარგი ურთიერთობა აქვს ვლადიმერ პუტინთან და რუსეთის სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებთან. BBC ასევე წერს, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას სენატის თანხმობა სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები