მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპს FIFA-სგან მშვიდობის პრიზი გადაეცა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაზე FIFA-ს ახალი მშვიდობის ჯილდო გადაეცა.

ტრამპი, რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიისთვის ღიად ეწეოდა კამპანიას, FIFA-ს ახლად დაარსებული პრიზის მოპოვებისთვის ფავორიტ კანდიდატად მიიჩნეოდა.

ის და FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ახლო მოკავშირეები არიან. ინფანტინომ მანამდე ნათლად განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებისთვის ტრამპი ნობელის პრემიას იმსახურებდა.

"ეს თქვენი ჯილდოა, ეს თქვენი მშვიდობის პრემიაა", - განაცხადა ინფანტინომ.

FIFA-მ ეს ჯილდო აღწერა, როგორც პრიზი "პიროვნებებისთვის, რომლებმაც მშვიდობისთვის განსაკუთრებული და არაორდინარული ნაბიჯები გადადგეს და ამით მსოფლიოში ხალხი გააერთიანეს".

რაც შეეხება ნობელის მშვიდობის პრემიას, წელს ის ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. ჯილდოს მიღების შემდეგ მან განაცხადა, რომ პრემიას ნაწილობრივ ტრამპს უძღვნის "ჩვენი საქმისადმი მისი გადამწყვეტი მხარდაჭერისთვის".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები