მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის 3-საათიანი მოლაპარაკება დასრულდა

ალასკა
BM. GE
16.08.25 03:06
397

ალასკაზე დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა.

შეხვედრა, რომელიც თითქმის 3 საათს გაგრძელდა, სამი-სამზე ფორმატით წარიმართა და მასში ქვეყნების პირველი დიპლომატებთან, მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვთან ერთად მონაწილეობას ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი და პუტინის თანაშემწე საგარეო საკითხებში, იური უშაკოვიც იღებდნენ.

ჯერჯერობით, უცნობია, რა კონკრეტული შეთანხმებები დაიდო, თუმცა დადასტურდა, რომ ორი სახელმწიფოს პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები