მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონორებმა მთავრობას ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე დეტალური მოთხოვნები წარუდგინეს

5c88eb427aa32
თელარა გელანტია
13.03.19 15:30
1962
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური დაზუსტებული პოზიცია წარუდგინეს.

ამის შესახებ bm.ge-ის ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან აცნობეს.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ( EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, OPIC – ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია, ADB – აზიის განვითარების ბანკი, AIIB – აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკი) მთავრობას ანაკლიის პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებულ 8 საკითხზე იურიდიულად დაზუსტებული დეტალური პოზიცია წარუდგინეს.

8-პუნქტიანი მოთხოვნების დეტალურად ჩაშლაზე მთავრობა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები 8 თებერვლის შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

დოკუმენტი უკვე გაგზავნილია მთავრობის შესაბამის უწყებებში. მარტის ბოლოს იგეგმება მეორე ინტერაქციული შეხვედრა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ანაკლიის პორტის პროექტის 400 მილიონ აშშ დოლარით დაფინანსებას განიხილავენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

8-პუნქტიანი მოთხოვნიდან, ამ დროისთვის ცნობილი მხოლოდ ორია:

კონსორციუმის ინფორმაციით, მათგან ერთი სახელმწიფოსგან ანაკლიის პორტის ტვირთუნვის გარანტიის გაცემას შეეხება, მეორე კი - ანაკლიის პორტამდე მისასვლელი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

bm.ge-მ კონსორციუმისგან სხვა მოთხოვნებზეც გამოითხოვა ინფორმაცია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები