მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დონორი, ბიზნესი, სახელმწიფო – ეს სამკუთხედი ძალიან კარგად იკვრება“ – "სქილვილ საქართველო"

ლანა სქილვილი

"სქილვილ საქართველოს" დირექტორმა ლანა ჩხარტიშვილმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში ყურადღება გაამახვილა კერძო–საჯარო პარტნიორობის მნიშვნელობაზე, როცა საქმე კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათ დასაქმებას ეხება.

„კერძო–საჯარო პარტნიორობა – დონორი, ბიზნესი, სახელმწიფო – ეს სამკუთხედი ძალიან კარგად იკვრება", – თქვა ლანა ჩხარტიშვილმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში, – "მუდამ ხაზზე ვართ, როგორც USAID-თან, ისე უნარების სააგენტოსთან: აკრედიტაციის ნაწილში უკვე დაწყებული გვაქვს აქტიურად მუშაობა იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი სტანდარტი გვაქვს და გვინდა, ჩვენი სერტიფიკატები აღიარებული იყოს როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისოდ. ეს პროცესი ისეთი მოზაიკაა, რომ აქედან ერთი რომელიმე კომპონენტი რომ გამოვაკლოთ, არ გამოვა პროცესი. ეს კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია“.

ლანა ჩხარტიშვილის თქმით, "სქილვილი" კმაყოფილია იმ თანამშრომლობით, რაც ყველა ჩართულ მხარესთან – მათ შორის, უნარების სააგენტოსთან ჰქონდათ. „აქტიურად ვმუშაობთ არაფორმალური განათლებიდან ფორმალურ განათლებაში გადასვლის ნაწილზე, სადაც დიდი როლი აქვს უნარების სააგენტოს, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით, თუ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. მზად ვართ, მდგრადად წავწიოთ წინ დასახული მიზნები“, – თქვა "სქილვილ საქართველოს" დირექტორმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თამარ ქიტიაშვილმა სოციალურ ქსელში დაადასტურა ინფორმაცია, რომ მან პროფესიული განვითარების სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.„კვლავაც ერთგული ვარ იმ დიდი იდეისა, რასაც უნარების ეკოსისტემის განვითარება დავარქვით, იმ ხედვისა, რომელსაც გულანთებული ადამიანების უდიდესი ძალისხმევითა და სიყვარულით შეესხა ხორცი და ასევე უძვირფასესი მოკავშირეებისა და პარტნიორების ხელშეწყობით წამოდგა ფეხზე. ვინაიდან ბევრ ზარსა და მესიჯს ვიღებ შეკითხვებით, მინდა აქაც დავადასტურო, რომ დიახ, დავტოვე გენერალური დირექტორის თანამდებობა უნარების სააგენტოში, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით. სააგენტოს მენეჯმენტი, ჩემი სუპერ-პროფესიონალი კოლეგები, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდი და თანამშრომლობითი განწყობით, ახალი მენეჯმენტისთვის საქმის გადაბარების შემდეგ დატოვებენ სააგენტოს, ისე რომ სააგენტოს ფუნქციონირება არ შეფერხდება“ – დაწერა თამარ ქიტიაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები