მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დოპელმაიერი“ ხვალ საქართველოში სამუშაო შეხვედრას, 7 პარტნიორ ქვეყანასთან ერთად გამართავს

63f38f43b45b7
BM.GE
20.02.23 19:30
688
ეკონომიკი მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „დოპელმაიერის“ აღმასრულებელ დირექტორს ტომას პიხლერს, ექსპორტის დირექტორს ალექსანდერ კლიმერს, რეგიონალურ დირექტორს ვალერი იაშინსა და სამხრეთ კავკასიის დირექტორს ნიკოლოზ გრძელიძეს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „დოპელმაიერი“ საქართველოში ხვალ სამუშაო შეხვედრას პარტნიორებთან ერთად ჩაატარებს, რომლებიც რეგიონის 7 ქვეყნიდან არიან.

აღნიშნული რეგიონებიდან 40-მდე მონაწილე იქნება და საქართველოს მთავრობის მიერ ზამთრის კურორტების, განსაკუთრებით კი, სამთო - სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების წარმატებულ მაგალითებს ადგილზე გაეცნობიან.

ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა ვიზიტი ბაკურიანში, სადაც ისინი კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარე ჩემპიონატს ადგილზე ნახავენ.

ავსტრიული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიულოცა ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის გამო. მან აღნიშნა, რომ დასახულ ამოცანას ჩვენმა ქვეყანამ თავი წარმატებით გაართვა. ითქვა, რომ საქართველო კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მყარი და თანამიმდევრული პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის სამთო კურორტი განავითარო. 

შეხვედრაზე „დოპელმაიერის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში სამომავლოდ შეიძლება განვითარდეს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და მთის ტრასების კომპანიის დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები