მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოპინგ სკანდალი ქართულ რაგბიში - სანქცირებულია ნაკრების 6 მოთამაშე

13 მარტს, BBC-მ სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ 1 წევრი ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს, რასაც "მსოფლიო რაგბი "ორგანიზებულ სქემას“ უწოდებს. "მსოფლიო რაგბისა" და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოვლინდა სქემა, რომელიც გულისხმობდა ნიმუშის სავარაუდო შეცვლასა და დოპინგ-ტესტების ჩატარების შესახებ წინასწარ გაფრთხილებებს. "ოპერაცია ობსიდიანის" სახელით ცნობილი გამოძიება 2023 წელს დაიწყო და აღმოაჩინეს ხუთი შემთხვევა, როდესაც მოთამაშეები, სავარაუდოდ, შარდის ნიმუშებს ცვლიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები