ორგანიზაცია "Dopomoga Ukraini" მოხალისეთა ჯგუფის მიერ შექმნილი საინფორმაციო პლატფორმაა, რომლის მიზანია შეკრიბოს და ერთ სივრცეში განათავსოს ყველა საჭირო ინფორმაცია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. პლატფორმა ეხმარება საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია შეთავაზებული საჯარო სერვისების და მიმდინარე საქველმოქმედო ინიციატივების შესახებ.
ამ ინფორმაციის თავმოყრა ადვილი საქმე არ არის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოძიება და შეკრება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გახდა შესაძლებელი და მათ შორის შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროკავშირის დაფინანსებით.
როგორ გაიზარდა, რა შეგროვდა და რა გეგმებით არის გასული წლის მარტის დასაწყისში გაჩენილი იდეის გარშემო დაწყებული პროექტი?
სტუმრები: თეონა ჭკადუა - Dopomoga Ukraini-ს თანადამფუძნებელი;
სოფო ხერხეულიძე - მოხალისე.