მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოქტორ გუდსის ევროპული ონლაინ მაღაზია

დოქტორ გუდსის ევროპული ონლაინ მაღაზია
20.03.24 18:22
497

5 აპრილიდან დოქტორ გუდსის პროდუქციის შეძენა ევროპელ მომხმარებელს უკვე კომპანიის ონლაინ მაღაზიის საშუალებით,( https://drgoods.shop/ ) ევროპული წარმომადგენლობის იტალიის საწყობიდან შეეძლება.

კომპანია ონლაინ შოპის საშუალებით თავის ევროპელ მომხმარებლებს მაქსიმალურად უადვილებს შესყიდვის პროცესს და სთავაზობს მიწოდებას იტალიაში 24 საათში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში კი მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.

ყოველგვარი წინასწარი შეკვეთის, ლოდინის, განბაჟების, მინიმალურ რაოდენობაზე შეზღუდვის და ბიუროკრატიის გარეშე.

პროდუქციაზე მაქსიმალური წვდომისთვის და მოქნილობისთვის შექმნა დოქტორ გუდსმა შექმნა ონლაინ შოპი, საწყობი და ლოგისტიკური ქსელი იტალიაში, საიდანაც განხორციელდება პროდუქციის მიწოდება მთელს ევროპაში.

„დოქტორ გუდსი“ პირველი ქართული საწარმოა, რომელიც სტერილურ სამედიცინო სახარჯ მასალებს 2019 წლიდან აწარმოებს. „დოქტორ გუდსს“ მიღებული აქვს სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდრტის ISO13485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.