მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დოქტორ გუდსის“ პროდუქტების შეძენა ევროპელებს ონლაინ მაღაზიიდან შეეძლებათ

5 აპრილიდან ქართული კომპანია დოქტორ გუდსის პროდუქციის შეძენა ევროპელ მომხმარებელს უკვე კომპანიის ონლაინ მაღაზიის საშუალებით, ევროპული წარმომადგენლობის იტალიის საწყობიდან შეეძლება.კომპანია ონლაინ შოპის საშუალებით თავის ევროპელ მომხმარებლებს მაქსიმალურად უადვილებს შესყიდვის პროცესს და სთავაზობს მიწოდებას იტალიაში 24 საათში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში კი მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.

თან ყოველგვარი წინასწარი შეკვეთის, ლოდინის, განბაჟების, მინიმალურ რაოდენობაზე შეზღუდვის და ბიუროკრატიის გარეშე. პროდუქციაზე მაქსიმალური წვდომისთვის და მოქნილობისთვის დოქტორ გუდსმა შექმნა ონლაინ შოპი, საწყობი და ლოგისტიკური ქსელი იტალიაში, საიდანაც განხორციელდება პროდუქციის მიწოდება მთელს ევროპაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები