მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დოქტორ გუდსმა“ ISO 13 485 სერტიფიკატი მიიღო

BM.GE
08.06.21 09:48
463
კომპანია „დოქტორ გუდსმა“ სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO 13 485 სერტიფიკატი მიიღო, კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას კი ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება მიენიჭა, რაც „დოქტორ გუდს“ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის განხორციელების საშუალებას აძლევს.

სერტიფიცირების პროცესის პარალელურად „დოქტორ გუდსმა“ 3000 კვ მეტრის ფართობზე განთავსებული ახალი, რიგით მეორე საწარმო გახსნა.

“დოქტორ გუდსის” მიზანია საქართველო მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს, როგორც უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი ქვეყანა. და ამისთვის ყველა პირობა შექმნილია.

სტუმარი: მამუკა ხადური - „დოქტორ გუდსი“, მმართველი პარტნიორი;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები