საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო კიბერსპორტულმა გუნდმა ,,მონასპამ’’ ვიდეოთამაშ Dota 2-ის მიმართულებით დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა. როგორც მათ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ ამის მიზეზი არასაკმარისი მატერიალური რესურსი და უსახსრობა გახდა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ინტერესის ნაკლებობამ გამოიწვია.
,,მონასპამ’’ თებერვალში უდიდეს წარმატებას მიაღწია და მეორე დივიზიიდან უმაღლეს, პირველ დივიზიაში გადავიდა, რითაც 16 ათასი დოლარი გამოიმუშავა და ბერლინის ტურნირისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მიიღო, სადაც საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა მიზნის მისაღწევად გუნდს სულ მცირე დააკლდა.
ამ მიღწევით გუნდმა შეძლო და ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიმკვიდრა თავი, უმაღლეს დივიზიაში კი ისეთი დიდი კიბერგუნდები დაამარცხა, როგორებიც ,,OG’’ და ,,Ooredoo Thunders’’ არიან.