მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dota 2-ის ყველაზე დიდი ტურნირი TI12 დასრულდა - საპრიზო ფონდი რეკორდულად მცირე, $3.2 მილიონი, ღირდა

dota 2 Ti12

TI12, რომელიც თამაშ Dota 2-ის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირად ითვლება, წელს სიეტლში ჩატარდა. ის ყველაზე მაღალშემოსავლიან ტურნირად ითვლება, თუმცა წელს საპრიზო ფონდმა რეკორდულად მცირე 3.2 მილიონ დოლარამდე შეადგინა.

ჩემპიონატის გამარჯვებული Team Spirit გახდა, რომელმაც Gaimin Gladiators 3:0 დაამარცხა. უკანასკნელ 3 წელიწადში გუნდმა ტურნირი მეორედ მოიგო. მათი პირველი გამარჯვება 2021 წელს ფინანსურად ყველაზე მაღალ შემოსავლიანი გამოდგა, რადგან ტურნირის საპრიზო ფონდი იმ დროს 40 მილიონ დოლარს შეადგენდა, საიდანაც Team Spirit-მა 18 მილიონი მიიღო, მაშინ როდესაც წელს 400 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

აღსანიშნავია ფაქტია ისიც, რომ ფინანსური თვალსაზრისის გარდა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 300 ათასით შემცირდა ტურნირის მაყურებელთა რაოდენობაც.

დიდი ხნის განმავლობაში ღონისძიების ბიუჯეტს Battle Pass ავლენდა, წელს კი VALVE-მ სისტემა Compendium-ით შეცვალა, რამაც დიდი უკმაყოფილება და საბოლოო ჯამში ტურნირის ბიუჯეტის შემცირებაც გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები