აგვისტოს პირველივე დღეს Dow Jones-ის ინდექსი 22 000 პუნქტს მიუახლოვდა. თუმცა, ანალიტიკოსებს ამაში ეჭვი ეპარებოდათ. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო სექტორის აქციების ზრდის ფონზე, ქვეყნის ბაზარი ძლიერდება. აშშ-ის საფინანსო კომპანიების საფონდო ინდექსმა 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
Bank of America -ს, Citigroup-ისა და JPMorgan Chase -ის კვოტირება 1 აგვისტოს 1%-ზე მატად გაიზარდა. აშშ-ის საფონდო ბირჟაზე Dow Jones Industrial Average-ის ინდექსმა რეკორდულ მაჩვენებელს - 21 963.92 პუნქტს მიაღწია. S&P 500 ინდექსმა კი ვაჭრობა 2476,35 პუნქტამდე გაზრდით დაასრულა.

























