ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „სესხების განულების“ პროცესი ერთჯერადია და სამომავლოდ „მოქალაქეებში უპასუხისმგებლობას არ გაზრდის“, - ასე უპასუხა მაჭავარიანმა ჟურნალისტის კითხვას და დასძინა, რომ სამომავლოდ, პასუხისმგებლობა ორივე მხარემ, როგორც მსესხებელმა, ასევე გამსესხებელმაც უნდა გაიზიაროს.
„ხდებოდა დრაკონულად დიდი პროცენტის დაწერა. დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ესე იოლად და „უპრაგონოდ“ დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ მსგავსი სესხების აღებას. სუფთა ფურცლიდან იწყება ყველაფერი და პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს.
ეს არის ერთჯერადი აქტი, რომელიც მიბმულია იმასთან, რომ თამაშის წესები შეიცვალა. მომავალი თამაშის წესები გამორიცხავს მსგავს ჭარბვალიანობას“, - ამბობს მაჭავარიანი.