გვსურს მოგიყვეთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და სწრაფად განვითარებად ზღვისპირა ლოკაციაზე საქართველოში, ჩაქვზე, რომლის მიმართ დამოკიდებულებაც წლების განმავლობაში სრულიად შეიცვალა. ამ გარდატეხაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კომპანია Dreamland Development-ს, რომელიც ჩაქვში ჯერ კიდევ 2014 წლიდან ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩაქვის, როგორც თანამედროვე საკურორტო და საცხოვრებელი მიმართულების, ჩამოყალიბებაში. დღეს Dreamland-ის სახელი და ჩაქვი უკვე ერთმანეთთან მჭიდროდ ასოცირდება. კომპანია ფლობს სრულფასოვან, მოქმედ საკურორტო ეკოსისტემას, Dreamland Oasis-ს, პარალელურად აქტიურად ავითარებს ახალ მასშტაბურ პროექტს Dreamland Park-ს და უკვე შემდეგი განვითარების ეტაპისთვისაც ემზადება.
სტუმარი: ვერიკო სუჯაშვილი - Dreamland Development, ბრენდის მარკეტინგისა და სტრატეგიის დირექტორი






























