მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dreamland Oasis Chakvi : სასტუმრო ამ დროისათვის 80%-ით არის დატვირთული

„დრიმლენდ ოაზისი“

Dreamland Oasis Chakvi-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მამისა ვარშალომიძე BM.GE-თან ზაფხულის სეზონს აფასებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონის ტენდენცია, გასული წლის სეზონთან შედარებით უკეთესია.

მისი თქმით, წელს ქართველი სტუმრების მატება შეინიშნება. ამასთან ტურისტები სტუმრობენ დსთ-ს და გაფლის ქვეყნებიდან.

"წელს უკვე ივნისის დასაწყისიდანვე იგრძნობა ადგილობრივი სტუმრების მატება. წილობრივად, ძირითადად უფრო ქართველების მეტი დატვირთვაა, ასევე დსთ-ს ქვეყნებიდან, თვითონ აპარტამენტების მფლობელები და მათი სტუმრებიც. რუსულენოვანი სტუმრების მატება შეინიშნება, ასევე აქტიურად გალფის ქვეყნებიდან. განსაკუთრებით, ტურისტული სააგენტოები არიან ჩვენი კომპლექსით დაინტერესებული. პროცენტულად, 50% ადგილობრივი სტუმრები არიან, ხოლო 25-25% გალფის და დსთ-ს ქვეყნებიდან.

ამ ეტაპზე ჯგუფებით და ინდივიდუალური ჯავშნებით ვართ დატვირთული. სასტუმრო ამ დროისათვის 80%-ით არის დატვირთული. კომპლექსი 300 სასტუმრო ნომერს აერთიანებს და 600 აპარტ-სასტუმროს. ჩვენ ივლისი - აგვისტოს თვეში, გარანტირებული ჯავშნები გვაქვს და თითქმის სრულად დატვირთულები ვართ. რაც შეეხება მასში განთავსებას, ერთი ღამით განთავსების ღირებულება, საუზმით 200-350$-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, ასევე შესაძლებლობა აქვთ, რომ პაკეტი სამჯერადი კვებით შეიძინონ.

როგორც წესი, ვინც დასასვენებლადაა ჩამოსული, მინიმუმ 5-დან 7 ღამემდე ჩერდებიან, თუმცა არის შაბათ-კვირის ჯავშნებით. ბოლო პერიოდში, სეზონის დასაწყისში 10%-ით მოგვიწია",- აცხადებს ვარშალომიძე.

ინფორმაციისთვის, Dreamland Oasis Chakvi პრემიუმ კლასის დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც დაბა ჩაქვში, შავი ზღვის პირველ სანაპირო ზოლში მდებარეობს. კომპლექსს გამორჩეული ინფრასტრუქტურა აქვს, ამასთან ის თითქმის სრულად გარშემორტყმულია სიმწვანით და რეკრეაციული ზონებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები