მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დრესაპ ჯგუფი 30 წლისაა

დრესაპ ჯგუფი 30 წლისაა
06.06.24 09:05
582

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული მოდის ბაზარზე „დრესაპი“ გამოჩნდა. 1994 წლიდან მოყოლებული, კომპანია მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. დაარსების დღიდან „დრესაპის“ მთავარი მიზანი საზოგადოებაში სტილის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი იდენტობის ჩამოყალიბება იყო. ამ მიზნის მისაღწევად თავდაპირველად Levi’s-ის ჯინსები გამოჩნდა, რომელსაც მომავალში არაერთი ცნობილი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდი მოჰყვა. დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში „დრესაპი“ მსოფლიოში წარმატებულ ისეთ მოდის სახლებს წარმოადგენს, როგორიცაა: Levi’s, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess, Lacoste, GANT, Lee & Wrangler, Samsonite, Etam, Vans, Adidas და სხვა. სიახლეებით, საკულტო სახელებითა და გამოწვევებით სავსე 30 წლის მანძილზე კომპანია მრავალმხრივ განვითარდა და ჩამოაყალიბა თანამედროვე ტენდენციები.

სამი ათწლეულის განმავლობაში, ჯინსებისა და ნოსტალგიური განცდების კვალდაკვალ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხარისხიან მომსახურებასა და ერთგულებას, რომელმაც წარმატების ფორმულა ჩამოაყალიბა. განვლილ პერიოდში იცვლებოდა შეთავაზებები, ლოიალური მომხმარებლებს კი წლიდან-წლამდე უფრო და უფრო გამორჩეული სერვისის მიღება შეეძლოთ. „დრესაპის“ იდეოლოგია არ იკეტება მხოლოდ ბიზნესის ჩარჩოებში და ნებისმიერი გემოვნებისა თუ მოთხოვნილების ადამიანებს სთავაზობს ზუსტად იმას, რაც მათ სურთ.

„ამ 30 წლის განმავლობაში „დრესაპს“ ბევრი გამოწვევა ხვდა წილად. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი უცვლელი დარჩა. ისევ ისეთივეა სურვილი, მომხმარებელს შევთავაზოთ საერთაშორისო ბრენდები და შესაბამისად არჩევანი, რომლის გაცნობაც მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თუ იყო შესაძლებელი. გასულ წელს კომპანია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მრავალი ახალი მიმართულება გამოჩნდა, მათ შორის არაერთი ახალი სახელი მოდის სფეროში. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს პორტფოლიოში შემავალი ბრენდების მაღაზიების რაოდენობა ბათუმში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წელი აგრეთვე გამორჩეული იყო ელ-კომერციის მიმართულებით, მოხდა რა მნიშვნელოვანი ცვლილებები ციფრული პლატფორმის, Dressup.ge-ის განსავითარებლად, იქნება ეს გუნდის გაფართოება თუ სხვა“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, ალექსანდრე სამხარაძე.

რად გარდაიქმნა 30 წელი?

ამ 30 წლის განმავლობაში 80-ზე მეტი მაღაზია გაიხსნა საქართველოს 4 სხვადასხვა ქალაქში. ყველაფერი Levi’s-ის მაღაზიიდან დაიწყო და გზად მრავალი საინტერესო ამბავი ხვდა წილად.

მომხმარებლისთვის საინტერესო ღირებულების შექმნის, მიწოდებისა და შენარჩუნების კვალდაკვალ აღსანიშნავია, რომ „დრესაპი“ სამუშაო ადგილების შექმნითაც გამოირჩევა . კომპანიაში 1000-მდე დასაქმებული იყრის თავს, მათ შორის ელ-კომერციის გუნდიც, რომლის თანამშრომელთა რიცხვი 2023 წელს 100-მდე გაიზარდა.

ერთია, კომპანია საკუთარი ინტერესის სფეროს განვითარებაზე ზრუნავდეს, მაგრამ რაოდენ მნიშვნელოვანია, როცა ის სოციალურ პასუხისმგებლობას თავს არ არიდებს. და უფრო მეტიც, როდესაც სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის ხედვის განუყოფელი ნაწილი ხდება, გადამდები სიკეთეები იზრდება საზოგადოებაში. „დრესაპი“ ხომ ამ მიმართულებითაც გამოირჩევა - ბიზნესი უკვე წლებია მხარს უჭერს მოძრაობა #არაბარბარიზმებს, რომელიც ქართული ენიდან მავნე სიტყვების გაქრობისთვის იბრძვის. ჯგუფი ასევე ხელს უწყობს ფერეიდნელი ქართველების სამშობლოში დაბრუნებასა და ინტეგრაციას. ხოლო ამ პროექტით საქართველოში ჩამოსულთა ნაწილი დღესაც სწორედ „დრესაპშია“ დასაქმებული. მნიშვნელოვანია ქართული წარმოების ხელშეწყობაც - ქართული ბრენდების აღმოჩენა წლებია შესაძლებელია სხვადასხვა მულტიბრენდულ მაღაზიაში, მათ შორის გამორჩეული კი დრესაპის საწარმოში დამზადებული ფეხსაცმელებია.

„დრესაპისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო კორპორაციული ღირებულებები. ჩვენთვის მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ქართულს - იქნება ეს ენის სიჯანსაღეზე ზრუნვა, ბრენდებისა და წარმოების განვითარება თუ სხვა.

სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს მრავალი სიახლით გავანებივრებთ. გამოწვევები მრავლადაა, თუმცა მჯერა, დრესაპის გუნდთან ერთად ყველაფერს მივაღწევთ და წარმატების ტრადიცია უცვლელი დარჩება“ - ალექსანდრე სამხარაძე.

მეოთხე ათწლეული, რომლის ათვლაც „დრესაპისთვის“ ახლა დაიწყო, შესაძლებლობების კიდევ ერთი ახალი და საინტერესო ეტაპია. დაწყებულია სასაწყობე მეურნეობისა და ქართული წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესები. მიზანი კი დასაწყისიდან დღემდე უცვლელია - მუდმივი განვითარება, სიახლეები, მასშტაბური იდეები და ისეთი საქართველო, რომელშიც თითოეული ჩვენგანი საერთაშორისო ბრენდებისა და მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას შეძლებს.

დაელოდეთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს და აღნიშნეთ 30 წლის იუბილე დრესაპ ჯგუფთან ერთად!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები