მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის!

დრესაპ ჯგუფი
BM. GE
29.09.23 14:55
52

დრესაპ ჯგუფი ბათუმში 14 ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს და 150-მდე სამუშაო ადგილს ქმნის!

აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმში, 6 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი, გრანდ მოლი იხსნება. მოლში მომხმარებელს მათთვის კარგად ნაცნობი ბრენდების მაღაზიები და სხვადასხვა გასართობი თუ საკვები ობიექტები დახვდებათ - დრესაპ ჯგუფი კი აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში ახალ მაღაზიებს წარადგენს: Lacoste, Guess, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Gant, Levi’s, Lee & Wrangler, Jack & Jones,  Etam, Samonite, FActory, Kid’s Gallery და პირველად საქართველოში - Calvin Klein Underwear და G-Star Raw.

ჯგუფი ბათუმში უკვე საკმაოდ დიდი ხანია არის წარმოდგენილი და ამჟამად მომხმარებელი 8 მაღაზიით იცნობს. მულტიბრენდული მაღაზიები: Jeans Gallery, FActory, Kid’s Gallery და მონობრენული მაღაზიები: Levi’s, Greyder - უკვე წლებია აჭარაში მომხმარებელს საერთაშორისო ბრენდების უახლეს კოლექციებს სთავაზობს.

როგორც დრესაპ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა მურვანიძე აცხადებს, აჭარის რეგიონში მნიშვნელოვანი გაფართოება, ერთის მხრივ სწორედ ლოიალური მომხმარებლების დიდმა მოთხოვნამაც განაპირობა.

„ვფიქრობ, ასეთი სტანდარტის მოლის გახსნა უმნიშვნელოვანესი წინ გადაგმული ნაბიჯია რეგიონის განვითარებისთვის, როგორც ტურისტულ, ასევე ეკონომიკურ ჭრილში.მაღაზიების გახსნასთან ერთად, ჩვენთვის საამყოა ის ფაქტი, რომ რეგიონში 150-მდე სამუშაო ადგილს ვქმნით. აჭარელი მომხმარებელი უკვე კარგად გვიცნობს, რადგან საკმაო ხანია ჯგუფის სხვადასხვა მაღაზიებში მათთვის საყვარელი ბრენდების კოლექციებს ვთავაზობთ. ჩვენთვის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო თავის დროზე ბათუმში არსებული მაღაზიების წარდგენაც - ამიერიდან კი მომხმარებელს ჩვენგან ბრენდების გაზრდილი ასორტიმენტი ელოდება. მათი გამოხმაურება და ლოიალობა კი რეგიონში ჯგუფის მნიშვნელოვანი გაფართოების ერთ-ერთი წინაპირობა გახდა.აღსაღნიშნია ის ფაქტიც, რომ პირველად საქართველოში, სწორედ ბათუმში იხსნება ისეთი საერთაშორისო ბრენდების მაღაზიები, როგორებიცაა: Calvin Klein Underwear  და ასევე, ახლო მომავალში - G-Star Raw. სამომავლოდ მომხმარებელს კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ.”

აჭარასთან ერთად დრესაპ ჯგუფმა, გასულ წელს, დასავლეთ საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში, ზუგდიდშიც წარადგინა მულტიბრენული მაღაზია, ჯინს გალერი. მრავალ დაგეგმილ სიახლესთან ერთად, მომავალ წელს ჯგუფს 30 წლის იუბილე უსრულდება და ერთგულ მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიურპრიზსაც უმზადებს.

დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი, გრანდ მოლი კი შ. ხიმშიაშვილის 29-ში, 6 ოქტომბერს გაიხსნება და ბრენდული მაღაზიებთან ერთად, კვების ობიექტებს, კინოთეატრს, ბოულინგს, ფიტნეს კლუბსა და ბავშვთა გასართობი ცენტრს გააერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები