მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dressup-ი და რაგბის ფედერაცია დამეგობრდნენ

Dressup-ი და რაგბის ფედერაცია დამეგობრდნენ
BM. GE
01.09.23 18:32
240

ექსკლუზივი Dressup ჯგუფისგან - რაგბის მიახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, Dressup ჯგუფი და საქართველოს რაგბის ფედერაცია ოფიციალური პარტნიორები გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მაისურების შეძენას, შეზღუდული რაოდენობით, ექსკლუზიურად Dressup.ge-სა და Jeans Gallery-ს ერთ-ერთ ფილიალში (ს/ც მერანი, რუსთაველის გამზ. 42) შეძლებთ.

პარტნიორობის ფარგლებში ორი ტიპის, სათამაშო და საგულშემატკივრო მაისურები გაიყიდება. სათამაშო მაისური არის ზუსტი ასლი იმისა, რაც მოთამაშეებს მინდორზე აცვიათ. შესაბამისად, ტანზე მომდგარი მოდელია, რომელიც კომფორტზე არ არის ორიენტირებული და შედარებით არაელასტიური ნაჭრისგან მზადდება, რათა თამაშისას არ დაზიანდეს. თუ რაგბის თავადაც ხშირად თამაშობთ და მხოლოდ გულშემატკივრობით არ შემოიფარგლებით, სწორედ ამ მაისურის შეძენას გირჩევდით.

საგულშემატკივრო მაისური კი არის სათამაშო მაისურის ანალოგი მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უფრო მსუბუქი და კომფორტული მატერიისგანაა დამზადებული. მატერიასთან ერთად, მაისურის ფორმაც მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ყოველდღიურად გამოიყენოთ. შესაბამისად, თუ რაგბის აქტიური გულშემატკივარი ხართ, მაგრამ თავად არ თამაშობთ, საგულშემატკივრო მაისური თქვენთვის იდეალური ვარიანტია. დრესაპ ჯგუფი ეროვნულ მოტივებზე სხვადასხვა მიმართულებით აქტიურადაა ჩართული, იქნება ეს ადგილობრივი წარმოების, ბრენდების, ქართული ენის თუ გარემოს დაცვის მიმართულებები. ამ ჩამონათვალს კი ამიერიდან, ქართული რაგბიც შეემატა.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 8 სექტემბერს, საფრანგეთში გაიხსნება. ჩემპიონატის ფარგლებში კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშს 9 სექტემბერს, ავსტრალიასთან ჩაატარებს. მოემზადე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის Dressup-თან ერთად და უგულშემატკივრე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უფრო მეტი ემოციით!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები