მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dressup.ge - N1 პლატფორმა მოდის მიმართულებით

64be34ed4cd4f
BM.GE
24.07.23 12:20
372
ელექტრონული კომერციისა და სხვადასხვა ნივთების გამოწერაზე საუბრისას, პირველ რიგში, Amazon, eBay, Trendyol და სხვა ონლაინ პლატფორმები გაგახსენდებათ. ეს იმიტომ, რომ პროდუქტი ხარისხიანი და ხელმისაწვდომია. მიუხედავად ამისა, უცხოური ვებგვერდებით სარგებლობას თავისი დისკომფორტი ახლავს, როგორიცაა ჩამოტანის დრო და კვირებით ლოდინი. ამ ყველაფერთან ერთად, შესაძლოა, პროდუქტი სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ. რაც უფრო იწელება ჩამოტანის პროცესი, მით უფრო მეტია პროდუქტით იმედგაცრუებაც.

სწორედ ამ დისკომფორტის გამო შეიქმნა ქართული ელექტრონული კომერციის ბაზარი. ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწერს პირადი მოხმარების ნივთებს ქართული ვებგვერდებიდან. ანოვას ელექტრონული კომერციის კვლევის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხმარებელი ქართული ონლაინ პლატფორმებიდან ყველაზე ხშირად ტანსაცმელს ყიდულობენ, უცხოურიდან კი - ტანსაცმელსა (56%) და ფეხსაცმელს (22%).

თუკი შენც ხარ ელ-კომერციული პლატფორმების აქტიური მომხმარებელი, დროა, გაიგო Dressup.ge-ზე - ქართულ ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე, რომელიც მოდის მიმართულებით მუშაობს და 100-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური და, ხშირად, ექსკლუზიური წარმომადგენელია. Dressup.ge ტოპ 3 ქართული ელ-კომერციის პლატფორმებს შორისაა, მოდის ნიშაში კი საქართველოში პირველ ადგილზეა.

ცნობილი ბრენდები

გინდა აარჩიო ჯინსი, რომელსაც ყველა ტანსაცმელს შეუხამებ? გეცვას ისეთი ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი, რომლის ყველა ნაკერში დეკადების ისტორია და კერვის უნიკალური ტექნიკა ჩანს? მაშინ, Levi’s-ისა და Lee-ს ჯინსებზე უნდა შეაჩერო არჩევანი და ამ ბრენდებისგანვე შეიძინო ფერადი თუ ნეიტრალური ფერის მაისურები.

თუკი სპორტული ლუქის შექმნა გინდა, მაშინ Lacoste-ს კედი უნდა შეიძინო; თუ მეტ კომფორტსა და სიგრილეს არჩევ ზაფხულში, სანდლების გამოწერა შეგიძლია Greyder-ის ან Birckenstock-ის კოლექციიდან; თუკი შენი პრეფერენცია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია, მაშინ Nº21-ის კოლექციის გვერდს უნდა გადახედო. საბოლოო შტრიხების სახით, Etam-ის კომფორტული თეთრეულის მორგებასა და Calvin Klein-ის სუნამოს მიპკურებას გირჩევდით და იდეალური ლუქიც აწყობილია.

ყველაფერი რაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეულის ერთმანეთთან შეხამებისთვისაა საჭირო, Dressup.ge-ზე დაგხვდებათ. ვებგვერდზე არა მარტო ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი ბრენდების კოლექციას შეხვდებით, არამედ უნიკალური კონცეფციის მქონე და ხელმისაწვდომ სკანდინავიურ ბრენდებსაც. მათ დათვალიერებას ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიაში შეძლებთ.

სკანდინავიური ბრენდების კოლექციებში წარმოდგენილია დეტალებზე ორიენტირებული ფემინური სამოსი ისეთი ქალებისთვის, რომლებიც თვითგამოხატვასა და ინოვაციასთან შერწყმულ სიმარტივეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. აქვე დაათვალიერებთ მამაკაცების ბრენდების ისეთ კოლექციასაც, რომელიც თქვენი ცხოვრების ნებისმიერი შეხვედრისთვის, მნიშვნელოვანი თუ ყოველდღიური რუტინისათვის გამოგადგებათ. სწორედ ასეთი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია Dressup.ge

მიწოდების სერვისი

Dressup.ge მომხმარებელზე ორიენტირებულობითა და მიწოდების სისწრაფით გამოირჩევა. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე, უფასოდ მოგაწოდებთ შეკვეთას 1-2 დღის შუალედში. თუკი გეჩქარებათ და იმავე დღეს გსურთ პროდუქციის მიღება, შეგიძლიათ, Express მიტანის სერვისით ისარგებლოთ და შეკვეთა სულ რაღაც 3 საათში მიიღოთ.

ონლაინ პლატფორმებით სარგებლობისაგან მრავალ მომხმარებელს აფერხებს პროდუქციის მოსინჯვის, მორგების შესაძლებლობის არარსებობა. ფაქტობრივად, ბრმად ირჩევ პროდუქციას, მიახლოებით ზომებს უთითებ და მუდმივი დაურწმუნებლობის მდგომარეობაში ხარ - მოგერგება თუ არა, მოგიხდება თუ არა ფერი, მიდის თუ არა ,,ზომა ზომაზე” და ა.შ.ამ დისკომფორტის გასაქრობად Dressup კურიერის მომსახურება შეგიძლია გამოიყენო. კურიერი დაგელოდება, სანამ ტანსაცმელს მოიზომებ და თუ ნივთი არ მოგეწონება, შეძლებ, იგი უკან გაატანო.

Dressup.ge-ის ამ ექსკლუზიური სერვისის საშუალებით აღარ მოგიწევს შეძენილი ტანსაცმლის სამუდამოდ კარადაში შენახვა, გაჩუქება თუ გაყიდვა - ანუ დროისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვა.

ამგვარად, მიწოდების სამი მთავარი სერვისია:

1. უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით;
2. Express მიწოდება შეკვეთიდან 3 საათში;
3. Dressup კურიერი - კურიერი დაგელოდება და შეძლებ უკან გაატანო პროდუქცია;

არსებობს ალტერნატიული გზაც: თუკი ლვოვის ქუჩა შენთვის სასურველი ლოკაციაა, შეგიძლია, თავად გაიტანო პროდუქცია ონლაინ სერვისცენტრიდან, რომელიც 10:00-დან 22:00 საათამდე მუშაობს.

დაბრუნება/გადაცვლის სერვისი

თუკი ისე მოხდა, რომ პროდუქცია შეიძინეთ, მაგრამ მოტანისას აღარ მოგეწონათ ან რამდენიმე დღის გასვლის შემდგომ თავი კომფორტულად ვერ იგრძენით, შეგიძლიათ, გადაცვლის ან დაბრუნების სერვისით ისარგებლოთ. ვერ შეძლებთ მხოლოდ აქსესუარებისა და ისეთი პროდუქციის დაბრუნებას, რომელიც ჰიგიენურ ნორმებთანაა დაკავშირებული, მაგალითად, თეთრეულის, თეთრეულის აქსესუარების, ფეხსაცმლის მოვლის საშუალებების.

გადაცვლა/დაბრუნებისათვის 14 დღე გაქვთ - გააგზავნეთ პროდუქტი ნებისმიერი საკურიერო კომპანიით და თანხას უკან 1-3 სამუშაო დღეში მიიღებთ.

ფასდაკლებები

იმისათვის, რომ ნებისმიერი ბრენდის პროდუქცია მეტად ხელმისაწვდომი გახდეს, Dressup.ge-ზე მუდმივად შეხვდებით ფასდაკლებებს. 24 ივლისიდან ზაფხულის გრანდიოზული ფასდაკლების კვირეული იწყება, რომლის ფარგლებშიც ყოველ დღე, ზაფხულის ერთ ყველაზე პოპულარულ კატეგორიაზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, მათ შორის, უკვე ფასდაკლებულ პროდუქციაზეც.

ამიტომ, თვალი ადევნეთ Dressup.ge-ის გვერდს და არ გამოგრჩეთ ხელსაყრელი შეთავაზება.

შეჯამება

საბოლოოდ, Dressup.ge ის ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც მოდის ნიშაში მოწინავე ადგილს იკავებს მომსახურების სისწრაფით, ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობითა და მომხმარებელზე ორიენტირებულობით. დაათვალიერეთ ვებგვერდი, იშოპინგეთ ონლაინ და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მიწოდების სერვისი. მიიღეთ პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად და დაზოგეთ დრო.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები