DRG - რა ხარვეზები აქვს კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემას?
BM.GE
17.11.22 19:02
• 325
ორი კვირაა სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს ანაზღაურებას ახალი სისტემის მიხედვით უხდის. უკვე იდენტიფიცირდა პირველი ხარვეზებიც, რაც DRG-ის, იგივე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსებას ახლავს. ზოგიერთი ექიმი რიგი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარს ამბობს იმ მიზეზით, რომ ახალი სატარიფო სისტემა ხარისხიანი მომსახურების გაწევის შესაძლებლობას არ აძლევთ. ჯანდაცვის სამინისტრო ასეთი ექიმების საქმიანობის შესწავლას აანონსებს და ამბობს, რომ დაფინასების ახალი მოდელის გადახედვა არ იგეგმება. რა ხარვეზები ახლავს თან DRG-ი სისტემას რომლის ამოქმედებას ჯანდაცვის სექტორი მიესალმებოდა?