სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის DRG დაფინანსების სისტემაზე გადასვლა დღემდე სამედიცინო სექტორისთვის გამოწვევებს უკავშირდება. ტარიფები, რომელიც დაფინანსების ახალი სქემის ფარგლებში დადგინდა რიგი მიმართულებით არასაკმარისია და კლინიკები და ექიმები ამ სისტემის ამოქმედებიდან თითქმის 1,5 წლის თავზე ისევ ითხოვენ სატარიფო ცვლილებებს. ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების გაზრდილის შესახებ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, რაც ერთ-ერთი კრიტიკული იყო კლინიკებისთვის, თუმცა არანაკლებ პრობლემებთან არის დაკავშირებული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსება.
სამედიცინო სექტორს იმედი აქვს, რომ სამინისტრო დაფინანსების სქემას რეანიმაციის გარდა სხვა სამედიცინო მომსახურებებზეც გადახედავს, მათ შორის კრიტიკულ, კომბინირებულ და მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებზე, რადგან სექტორს დღემდე მიაჩნია, რომ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის პირობებში სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსება ადეკვატური არ არის. DRG-ის სქემასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს.
სტუმარი: ზურაბ ხაბეიშვილი - ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი;