მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG დაფინანსების სქემა - გავლენა სამედიცინო მომსახურების ხარისხზე

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის DRG დაფინანსების სისტემაზე გადასვლით დადგენილი ტარიფები დღემდე სამედიცინო სექტორისთვის გამოწვევაა. განფასება, რომელიც დაფინანსების ახალი სქემის ფარგლებში დადგინდა რიგი მიმართულებით არასაკმარისია და კლინიკები ამ სისტემის ამოქმედებიდან დღემდე ითხოვენ სატარიფო ცვლილებებს. ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო, რაც ერთ-ერთი კრიტიკული იყო კლინიკებისთვის, თუმცა არანაკლებ პრობლემებთან არის დაკავშირებული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსება. ტრავმატოლოგთა სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ ხაბეიშვილმა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა, რომ DRG-ის ფარგლებში განსაზღვრული დაფინანსების პირობებში ფოკუსირება ხდება მკურნალობის ეკონომიაზე და არა ხარისხზე. ჰოსპიტლები ცდილობენ ხარჯების მინიმიზაციას, მაგრამ ამ მინიმიზაციას შეიძლება პაციენტის მკურნალობის ხარისხი შეეწიროს.

DRG-ის სქემასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ერთობლივ შეხვედრაზეც განიხილეს. რა გავლენა აქვს DRG დაფინანსების მოქმედ მოდელს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და მიდის თუ არა მსჯელობა სატარიფო ცვლილებებზე?

სტუმარი: არჩილ მორჩილაძე - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები