მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG მოდელი მშობიარობისა და საკეისრო კვეთისთვის - რა გამოწვევებს ხედავს სექტორი?

DRG მოდელი მშობიარობისა და საკეისრო კვეთისთვის - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, უკვე 1 თვეა მშობიარობა და საკეისრო კვეთის დაფინანსების მოდელი შეიცვალა და ახალი ტარიფები განისაზღვრა. DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფი ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის 1 222 ლარით განსაზღვრა, ამასთან, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. „ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთა , ან ე.წ. VIP პალატის მომსახურება სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება. დაფინანსების გაზრდას იწონებენ პროგრამაში ჩართული კლინიკები, თუმცა მომსახურებების, მათ შორის პერსონალური ექიმის აყვანის საშუალების გაუქმებას ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. რა შეცვალა DRG მოდელმა სამშობიარო სახლებისთვის და პაციენტებისთვის, რა გამოწვევებს ხედავენ ექიმები და სად არის გამოსავალი?

სტუმარი: ზაზა სინაურიძე - პინეოს ექიმი მეან-გინეკოლოგი, პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები