მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„DRG-ში ბევრი ნიუანსია დასახვეწი, ხელოვნური შეზღუდვების მოხსნა სისტემას გააუმჯობესებს“ - კოკა ფრუიძე

ნიკოლოზ ფრუიძე

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ დირექტორი კოკა ფრუიძე ჯანდაცვის სისტემაში მოქმედი DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) მოდელის ხარვეზებზე საუბრობს. მისი განცხადებით, მეთოდი თავისთავად ეფექტურია, თუმცა არსებული „ხელოვნური შეზღუდვები“ და დაფინანსების მექანიზმებში ჩარევა კლინიკებისთვის პრობლემებს ქმნის.

ფრუიძის თქმით, სისტემის დანერგვის საწყის ეტაპზე, პირველი ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც პროცესი უცხოურ ალგორითმს ეფუძნებოდა, მოდელმა აბსოლუტურად სწორად იმუშავა.

"კონსილიუმ მედულას“ დირექტორი BMG-სთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმ კონკრეტულ ნიუანსებზე, რომლებიც, მისი აზრით, დახვეწას საჭიროებს. პრობლემურ საკითხებს შორის მან დაასახელა, კომბინირებული დიაგნოზები, როდესაც პაციენტს ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო ჩარევა სჭირდება, გართულებები და თანმხლები დაავადებები და განმეორებითი ჰოსპიტალიზაციები.

“პირველად როცა გაეშვა DRG, პირველი ოთხი თვე, ეს იყო პილოტური პროექტი და აი ამ პილოტური პროექტის დროს, რომელიც იყო დაფუძნებული უცხოური ალგორითმის გამოყენებაზე, ოთხი თვე მუშაობდა აბსოლუტურად სწორად და ფასები გახდა ადეკვატური. ჩემი აზრით, დაახლოებით 30-40%-ით გაიზარდა ფასები ამ ოთხი თვის განმავლობაში.

ამის შემდეგ მოხდა ის, რომ დაიწყეს კორექტირება და კორექტირება არა ალგორითმით, არამედ ხელით, ამან მე მგონი გამოიწვია ბევრი პრობლემა. მათ შორის იმ შეზღუდვებმა, რომელიც დააწესეს, თორემ მე მიმაჩნია, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ DRG კარგია და მისი სწორი გამოყენება ბევრად უფრო ეფექტიანი იქნება.

შეზღუდვები, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწესებული, მე მგონი, რომ ეს ხელოვნურად არის, ამის მოხსნა ბევრად გააუმჯობესებს პრობლემას.

მაგალითად კომბინირებული დიაგნოზები, გართულებები, თანმხლები დაავადებები, განმეორებითი ჰოსპიტალიზაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი რამ არის დასახვეწი,”- ამბობს კოკა ფრუიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები