ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით მოცულია საქართველოს მოსახლეობის 94. 7 % .
1.3 მლრდ ლარით დაფინანსდა მილიონამდე ადამიანი და 2 823 000 სამედიცინო შემთხვევა.
უწყების შეფასებით, გასულ წელს დაინერგა სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების (DRG) სამართლიანი მოდელი, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან ბიუჯეტი - 749 758 137 ლარი გამოიყო.
შედეგად, დაფინანსდა 488 615 სამედიცინო შემთხვევა და მომსახურება გაეწია 357 000 პირს. DRG სისტემის დანერგვის შედეგად პაციენტების თანაგადახდა 27%-დან 10%-მდე შემცირდა. ასევე, სისტემის დანერგვის შემდეგ, ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხა 62%-ით შემცირდა.