DRG-სისტემით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, რამდენიმე კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ჩაეხსნა. ინფორმაციას ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყებაში BM.GE-ის არ ეუბნებიან, თუ რამდენი და რომელი კლინიკები, ან რა დარღვევების გამო ჩაეხსნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, თუმცა ადასტურებენ, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა.
შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები დაფინანსების ახალ DRG სისტემაზე სატესტო რეჟიმში გასული წლის 1 ნოემბრიდან, სრულყოფილად კი მიმდინარე წლის 1 იანვრიდან გადავიდნენ.