მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG სქემაში მორიგი ცვლილებები იგეგმება - შემოვა თუ არა თანაგადახდის სისტემა?

მორიგი ცვლილებები DRG დაფინანსების სქემაში. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ცვლილებების შეტანა მაღალტექნოლოგიური და კომბინირებული ოპერაციების დაფინანსების მიმართულებით იგეგმება. მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ მაღალტექნოლოგიური ოპერაციების შემთხვევაში თანაგადახდის სისტემა შემოვიდეს. DRG დაფინანსების მოდელის გამოწვევებზე დღეს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც კომიტეტმა სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები