დრიფტის საერთაშორისო ჩემპიონატის საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული ცნობილია
BM.GE
05.09.22 08:27
• 278
თბილისის ოლიმპიურ ქალაქში დრიფტის საერთაშორისო ჩემპიონატის red bull car park drift საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული გიორგი კოდუა საქართველოს სახელით red bull car park drift მსოფლიო ფინალზე, დეკემბერში, საუდის არაბეთში წარსდგება. ორაგნიზატორები ყოველ წელს მონაწილეებისთვის ტრეკის მონახაზს ართულებენ და ელემენტების განლაგებას ცვლიან, რაც იმას ნიშნავს რომ ჩემპიონატამდე მონაწილეებისთვის ტრეკი საიდუმლო იყო. red bull car park drift ლიბანელი რალის, პილოტისა და დრიფტერის აბდო ფეგალის ინიციატივით 2008 წელს შეიქმნა. საქართველოს შესარჩევი ჩემპიონატის ორგანიზატორიც სწორედ რედბული იყო. აღსანიშნავია რომ საქართველოში წლევანდელი ჩემპიონატი თეგეტა ჰოლდინგის პარტნიორობით ჩატარდა. თეგეტა სხვადასხვა კამპანიით თუ პროექტის ხელშეწყობით საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას მუდმივად ცდილობს.