მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“ - პრემიუმ კლასის კომპლექსი ცხოვრებისა და დასვენებისთვის

64a3f5393a346
BM.GE
04.07.23 14:41
2206
„დრიმლენდ ოაზისი“ – პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსია საქართველოში. ზღვისპირა კომპლექსი გაშენებულია ეკოლოგიურად სუფთა სუბტროპიკულ ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან 9 კმ-ში, ხოლო ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან 1 კილომეტრში, მტირალას ნაციონალური პარკის მიმდებარედ. აღსანიშნავია "დრიმლენდ ოაზისის“ მწვანე გარემო. ტერიტორიის 70% - წარმოადგენს ხელით დარგულ დეკორატიულ მცენარეებს, ფიჭვს, მათ შორის იშვიათ სახეობებს, როგორიცაა ჰიმალაის კედარი, უნიკალური იაპონური საკურა და ნეკერჩხლის ხეები, ტროპიკული ყვავილები. კომპლექსი გარშემორტყმულია სამკურნალო თვისებებით ცნობილი ევკალიპტის ხეებით.



კომპლექს აქვს 10 ჰექტარი საკუთარი ტერიტორია, სადაც უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ ტერიტორიიდან გაუსვლელად: 4 გარე აუზი, თანამედროვე აკვაპარკი, მრავალფეროვანი ბარები და რესტორნები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ბულვარი სანაპიროზე სასეირნოდ, ბოულინგი, სათამაშო ოთახი, 3D, 7D, 9D კინოთეატრები, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედანი, ღამის კლუბი, კარაოკე, SPA ცენტრი, კორტები და მრავალი სხვა.



„დრიმლენდ ოაზისი“ რეგიონში ყველაზე მწვანე კომპლექსია. უპირატესობაა ასევე დაცული სანაპირო ზოლი. კოპლექსი დამსვენებლებს 500 მეტრი სიგრძის სუფთა და კეთილმოწყობილ სანაპირო ზოლს და უშუალოდ კომპლექსის ტერიტორიაზე გამწვანებულ ბულვარს სთავაზობს. კომპლექსის მთავარი მიმზიდველობა კი 90%-ით დასრულებული ინფრასტრუქტურა და ექსპლუატაციაში შესული 12 შენობაა.

„დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“ 885 კერძო აპარტამენტს და 50-ზე მეტ სხვადასხვა ობიექტს აერთიანებს. ამ ეტაპზე 585 აპარტამენტი დასრულებულია, 300 კი მშენებლობის პროცესშია.

სტუდიო სამზარეულოთი, აპარტამენტი ერთი ან ორი საძინებლით - დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის შეთავაზებაა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე აპარტამენტის გაერთიანებაც. კომპლექსის აპარტამენტებიდან საოცარი პანორამული ხედები იშლება ზღვაზე და მთებზე.

რაც შეეხება ფასებს, შესახლებისთვის მზადმყოფი აპარტამენტების ღირებულება კვ. მეტრზე 1 997 აშშ დოლარიდან იწყება, მინიმალური ფართი 52 კვ. მეტრია, მაქსიმალური კი - 75 კვ. მეტრი.



გაყიდული აპარტამენტების 50%-ის მფლობელები საქართველოს და 40% დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეები არიან, დარჩენილი 10% კი ისრაელის, ევროპისა და აშშ-ს მოქალაქეებზე მოდის.

კომპლექსი პრემიუმ კლასს განეკუთვნება. აუდიტორია ძირითადად წარმატებული ხალხია, ვისთვისაც ოჯახი, უსაფრთხოება, ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვანია. ამიტომაც ჩვენი პრიორიტეტია ოჯახური გარემოს შექმნა და მათი ოჯახური დასვენებისთვის კომფორტული შესაძლებლობის მიცემა. სწორედ ამიტომაც, კომპანიის მხრიდან კაპიტალდაბადენის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მოდის.

თუ "დრიმლენდ ოაზისის“ აპატამენტების მფლობელი გახდებით, ეს არ ნიშნავს მხოლოდ უძრავ ქონებაში კაპიტალდაბანდებას, ეს სანდო საშუალებაა პირადი ჩართულობის გარეშე, დამატებითი შემოსავალი მიიღოთ ინვესტიციაზე წლიური 8% უკუგებით. ასევე, შეძლებთ იცხოვროთ და დაისვენოთ თქვენსავე აპარტამენტში.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები