მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დრიმლენდ ოაზისში” ინვესტირებული თანხა $100 მილიონს მიაღწევს"

5f6774dca4d94
თათია კაკიაშვილი
21.09.20 10:10
1531
„დრიმლენდ ოაზისის“ პროექტის ინვესტიციების მოცულობა 100 მილიონ დოლარამდე გაიზარდა - კომპლექსის მფლობელის, კოკა გეგუჩაძის ცნობით, დღეს უკვე 67 მლნ დოლარამდე თანხაა ინვესტირებული. ამის შესახებ მან გადაცემა “ფორბს კვირაში” ისაუბრა.

„პროექტის პირველი ფაზა დასრულებულია, მეორე - პროცესშია, მიმდინარეობს მშენებლობა და მესამე ფაზა ჩვენს არქიტექტორთა ჯგუფს სამუშაო პროცესში აქვს: სასტუმროს კიდევ ლამაზი დეტალები ემატება, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე, აპარტამენტების კუთხით. ვფიქრობთ და ვცდილობთ, რომ „დრიმლენდ ოაზისი“ ერთ-ერთი მოწინავე იყოს საქართველოში, რომელშიც ინვესტირებული იქნება, დაახლოებით, 100 მლნ დოლარი - 2023 წლის ჩათვლით.

გარდა ამისა, ჩვენ ვფლობთ აქტივებს - 14 ჰექტარი გვაქვს შეკვეთილში, სადაც ანალოგიური კომპლექსის განაშენიანება არის შესაძლებელი; გვაქვს ჰექტარნახევარი უნიკალური მიწა ქობულეთშიც; თბილისის ზღვაზეც, ტაბახმელაში, მოკლედ, გვაქვს რამდენიმე ისეთი მიწა, სადაც მომავალში „დრიმლენდ ოაზისები“ მოიაზრება“, - განაცხადა გეგუჩაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები