მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დროა, 21-ე საუკუნეში წყლით მომარაგების გამოწვევას წერტილი დავუსვათ"- რუსთავის მერი

64886d08dfadf
ანუკა ჯოხაძე
13.06.23 21:25
762
თბილისის მსგავსად წყლის ავარიული გათიშვები რუსთავშიც პრობლემაა. ქალაქ რუსთავში წყლით მომარაგების ნაწილში არსებულ გამოწვევას ადასტურებს რუსთავის მერიც, რომელიც ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში ქალაქი წყლის უწყვეტი მომარაგების პრობლემის წინაშე არ უნდა იდგეს.

მისი თქმით, კერძო კომპანია ("რუსთავის წყალი") მიმდინარე წელს არსებული ქსელების რეაბილიტაციაში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, თუმცა ლაცაბიძის თქმით, პროცესი მომდევნო 2 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

“იმის მიუხედავად, რომ ახლაც, როცა ინტერვიუს ვწერთ, დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულ უბნებში წყალი არ მიეწოდებათ. რასაც ვიტყვი შეიძლება გაღიზიანებაც მოყვეს და მე აბსოლუტურად მესმის იმ დედის, ბებიიის, სტუდენტის, რომელიც სამსახურში ან უნივერსიტეტში მიდის და წყალი არ ხვდება, ეს ურთულესი პროცესია.

30 მილიონი ლარის საინვესტიციო გეგმა წარმოადგინა კომპანიამ და მინდა აღვნიშნო, რომ მართლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ეს რომ წლების წინ ყოფილიყო გადადგმული და თუნდაც ეს 30 მილიონი წლების განმავლობაში ყოფილიყო ეტაპობრივად დახარჯული, ქალაქი დღეს ამ პრობლემის წინაშე ასე მძაფრად არ იდგებოდა.

2023 წლის ბოლოს მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება, რაც უპრეცენდენტოა ჩვენი ქალაქისთვის და ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2024-2025 წლებში კომპანიამ უნდა გააგრძელოს აუცილებლად იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სწორედ ამ გამოწვევას ერთხელ და სამუდამოდ დაგვაძლევინებს”, - ამბობს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები