მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროა, საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

 კასპარ ველდკამპი

დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა - განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს.

„მივესალმები სალომე ზურაბიშვილს სასიცოცხლო ლიდერობისა და საქართველოს ევროპული კურსისადმი ურყევი ერთგულების გამო. უკვე ერთი თვეა ქართველი ხალხი მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩებში, ძალადობისა და დაშინების მიუხედავად. არცერთ მთავრობას არ შეუძლია მათი მოთხოვნის იგნორირება.

OSCE/ODIHR-მა დაადასტურა სერიოზული საარჩევნო დარღვევები და სავარაუდო გაყალბების გამოძიების არარსებობა. დროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შესაძლო ახალი არჩევნების განხილვით“, - დაწერა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები