მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროებით დაკეტილმა "სუფთა სახლმა" StopCov-ფონდში 30 000 ლარი ჩარიცხა - რატომ და როდის?

5e959f0424422
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.20 15:40
3808
13 აპრილის მდგომარეობით, მთავრობის მიერ კორნავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში 128 121 665 ლარია მობილიზებული. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების ჩამონათვალში კი, რომლებმაც ფონდში თანხები გადარიცხეს, მთავრობის მიერ რამდენიმე დღის წინ დროებით დაკეტილი „სუფთა სახლიც” ფიქსირდება 30, 000 ლარიანი შენაწირით.

BM.GE დაინტერესდა, როდის განახორციელა „სუფთა სახლმა“ ფონდში ჩარიცხვა - მთავრობის მიერ მაღაზიათა ქსელის დროებით დაკეტვამდე თუ - შემდეგ.  კომპანიაში გვითხრეს, რომ შენაწირი დახურვამდე გააკეთეს.

„ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც სოციალურ კამპანიებში მონაწილეობას აპიარებს, იმიტომ რომ მომხმარებელში კეთილგანწყობა მოიპოვოს. ჩვენ ეს თანხა ჯერ კიდევ მაშინ გადავრიცხეთ, როდესაც დღის წესრიგში კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, დაახლოებით, 2 კვირის წინ იყო და მანამდე იყო, სანამ რაიმე სახის შეზღუდვები დაწესდებოდა და მოვხვდებოდით შეზღუდული კომპანიების სიაში. ეს იყო ჩვენი დამოუკიდებელი სურვილი და ჩვენ მუდმივად მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ COVID-19-თან ბრძოლის პროცესში“, - განაცხადა „სუფთა სახლის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანი ნადირაშვილმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები