მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დრონების მწარმოებელი Mavic სანქციების გამო პენტაგონს უჩივის - Reuters

Mavic

მსოფლიოში უპილოტო თვითმფრინავების უმსხვილესი მწარმოებელი ჩინური კომპანია DJI Mavic, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს კომპანიის სიაში დამატების გამო უჩივის, რომელიც სავარაუდოდ თანამშრომლობს პეკინის სამხედროებთან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

ამერიკელმა კანონმდებლებმა შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს, რომ DJI -ს თვითმფრინავები საფრთხეს უქმნის მონაცემთა კომუნიკაციას, მეთვალყურეობას და ეროვნულ უსაფრთხოებას.

შეერთებულმა შტატებმა შექმნა ჩინური კომპანიების სია, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას. სიაში შედიოდა მრავალი დიდი ჩინური ფირმა, მათ შორის საავიაციო კომპანია AVIC, მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი YMTC, China Mobile და ენერგეტიკული კომპანია CNOOC. ხოლო DJI, რომელიც ასევე მოხვდა სიაში, არის მსოფლიოში ყველაზე დიდი დრონების მწარმოებელი და შეერთებულ შტატებში არსებული კომერციული დრონების ნახევარზე მეტს ყიდის.

თავად კომპანია ამბობს, რომ ის "არ არის ჩინეთის სამხედროების საკუთრებაში ან კონტროლზე".

DJI-ის სარჩელში პენტაგონის წინააღმდეგ ნათქვამია, რომ "თავდაცვის დეპარტამენტის უკანონო და არასწორი გადაწყვეტილების გამო, კომპანიამ "ბიზნეს ხელშეკრულებები დაკარგა, დასახელდა ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ და აეკრძალა კონტრაქტების გაფორმება ფედერალურ სამთავრობო უწყებებთან".

კომპანიამ დასძინა, რომ ამერიკელმა და საერთაშორისო მომხმარებლებმა შეწყვიტეს არსებული კონტრაქტები DJI-თან და უარს ამბობენ ახლის დადებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები