უპილოტო საფრენი აპარატების, ანუ დრონების გამოყენების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. დრონებს იყენებენ როგორც რეკრეაციული, ასევე სასოფლო-სამეურნო, სამაშველო, დაზვერვითი, ლოგისტიკური და სამხედრო დანიშნულებით.
თუკი სტატისტიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული დრონების აბსოლუტური უმეტესობა რეკრეაციული დანიშნულებისაა და მათ მომხმარებლები ფოტოს და ვიდეოს გადასაღებად იყენებენ.
ბაზარზე ამჟამად 100-მდე განსხვავებული დრონია წარმოდგენილი, რომელთაც როგორც მცირე ზომის ქარხნები, ასევე პლანეტის უმსხვილესი კომპანიები აწარმოებენ.
სამოქალაქო და კომერციული დრონების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების სია ასე გამოიყურება:
1. DJI (ჩინეთი)
2. Parrot Drones (საფრანგეთი)
3. Autel Robotics (ჩინეთი)
4. Skydio (აშშ)
5. EHang (ჩინეთი)
ამ სეგმენტში ბაზრის თითქმის 70%-იანი წილი ჩინურ DJI-ზე მოდის, რომელიც ინდუსტრიის პიონერი და ლიდერია.
თუკი სამოქალაქო დრონების წარმოებით ძირითადად მცირე და საშუალო ზომის კომპანიები არიან დაკავებულები, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა სამხედრო დრონების კატეგორიაში, სადაც პლანეტის უმსხვილესი სამხედრო კომპანიები ლიდერობენ, რომელთაც მრავალმილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია და საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტები გამოარჩევთ.
სამხედრო დრონების მწარმოებელი კომპანიების ტოპ ხუთეული ასეთია:
1. General Atomics (აშშ)
2. Lockheed Martin (აშშ)
3. Northrop Grumman (აშშ)
4. AeroVironment (აშშ)
5. BAE Systems (ბრიტანეთი)