დუბაის აეროპორტმა ოპერირება დროებით შეაჩერა. მიზეზი უსაფრთხოებაა. ინფორმაციას აეროპორტი აქვეყნებს.
ცნობისთვის, დუბაის აეროპორტის მახლობლად დრონების თავდასხმის გამო ხანძარი გაჩნდა, თუმცა Reuters-ის ცნობით, გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
„დუბაის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომების გამო, ფრენები დროებით შეჩერებულია.
მგზავრებს ვურჩევთ, არ გაემგზავრონ აეროპორტისკენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ უშუალოდ დაუკავშირდება ავიაკომპანია და გამგზავრების დროს დაუდასტურებს, რადგან განრიგი შესაძლოა კვლავ შეიცვალოს.
ფრენებთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის მისაღებად მოგზაურებმა ავიაკომპანიებს პირდაპირ უნდა მიმართონ“, - ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ აეროპორტის ადმინისტრაცია ფრენების შესახებ არსებულ ვითარებას განაახლებს.




























