ძვირადღირებული, ხუთ-ვარსკვლავიანი და შვიდ-ვარსკვლავიანი სასტუმროებით ცნობილი ქალაქი დუბაი მომსახურების ახალ სეგმენტზე გადადის.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, ცვლილება გაცილებით დაბალბიუჯეტურ სასტუმროებზე მოთხოვნამ განაპიობა, ამიტომაც ადგილობრივი და საერთაშორისო სასტუმროები მწვანე კონკურენციაში გადავიდნენ, ცდილობენ სტუმრებს კოფორტი და სრული მომსახურების პაკეტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზონ.
როგორც "ევრონიუსი" წერს, ის რეპუტაცია, რომელიც დუბაის აქვს და გულისხმობს ძვირადღირებულ დასვენებას, დღემდე შენარჩუნებულია, თუმცა შეიცვალა მოთხოვნა ტურისტების მხრიდან. გარდა ამისა, დუბაი ერთგვარი დამაკავშირებელი წერტილია ევროპასა და აზიას შორის და სწრორედ დუბაის გავლით გადადიან კონტინენტიდან კონტინენტზე ტურისტები, ამიტომაც აქ მხოლოდ რამდენიმე დღით ჩერდებიან, შესაბამისად, უპირატესობას ძირითადად დაბალბიუჯეტურ სასტუმროს ანიჭებენ.
დუბაიში, 270 ბიუჯეტური კლასის და 259 ხუთ–ვარსკვლავიანი სასტუმროა განთავსებული და როგორც ექსპერტები აცხადებენ, სასტუმრო ბიზნესი დუბაიში სტაბილურად იზრდება და 2019 წლის წინასწარი შეფასებით, შემოსავლებმა 35,5 მილიონი დოლარი უნდა შეადგინოს.

























