მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დუბაიში მსოფლიოში პირველად ხელოვნურ კუნძულზე განთავსებული ხელოვნების მუზეუმი აშენდება

Dubai DUMA
04.11.25 18:15
146

ავტორი: სალომე ზაალშვილი

გასულ კვირას დუბაიში თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების პირველი მუზეუმის გეგმა წარადგინეს.

დუბაის ხელოვნების მუზეუმის (DUMA) დიზაინი პრიცკერის პრემიის ლაურეატმა იაპონელმა არქიტექტორმა ტადაო ანდომ შეიმუშავა. მშენებლობა სპარსეთის ყურეში ხელოვნურ კუნძულზე განხორციელდება. პროექტს დუბაის ამჟამინდელი მმართველის (ამავდროულად იგი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს) შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის მხარდაჭერით კონგლომერატი "ალ-ფუტაიმ ჯგუფი" ახორციელებს.

პროექტის ღირებულება და მუზეუმის გახსნის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

მუზეუმის ინტერიერი

"კულტურა და ხელოვნება ქალაქის სული და ლინზაა, რომლის საშუალებითაც მისი პროგრესი ჩანს", — განაცხადა შეიხ ალ მაქტუმმა. "მსგავსი დაწესებულებები ასახავენ მის ხედვასა და ჰუმანისტური მისიის სიღრმეს. დუბაის ხელოვნების მუზეუმი ქალაქისთვის ახალი შუქურა იქნება, რომელიც ქალაქის კულტურულ სიცოცხლეს გაანათებს და კიდევ უფრო გააძლიერებს მის გლობალურ კულტურულ სტატუსს".

იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს თქმით, DUMA-ს დიზაინი დუბაის ორი მთავარი სიმბოლოთი — ზღვით და მარგალიტითაა შთაგონებული.

წარდგენილი მაკეტის მიხედვით, მუზეუმის შენობა თითქოს და ნიჟარით გარშემორტყმული ხუთ სართულიანი მარგალიტია, რომელიც სანაპიროს ბილიკით უკავშირდება. მარტივი გეომეტრია, გლუვი ბეტონი და სინათლის ჰარმონიული გამოყენება ანდოს თითქოს და მედიტაციური დიზაინერული ესთეტიკის საფირმო ნიშნებია.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გეგმის თანახმად, DUMA-ში, პირველ და მეორე სართულებზე, გამოფენილი იქნება "დუბაის სულის ამსახველი თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების მრავალფეროვანი კოლექცია". მესამე სართულზე განთავსდება VIP-ლაუნჯი და რესტორანი. მუზეუმის გეგმა ასევე მოიცავს ბიბლიოთეკას, სამკითხველო დარბაზებს და მოქნილ საგამოფენო სივრცეებს, სადაც ხელოვნების ბაზრობების გამართვა იქნება შესაძლებელი.

აპრილში, Art Dubai- უახლეს გამოშვებაში წარმოდგენილი იყო დუბაის თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების კოლექციის წინასწარი ჩვენება. ამჟამად კოლექცია, რომელიც 1000-ზე მეტ ხელოვნების ნიმუშს მოიცავს, ძირითადად ციფრული პლატფორმის სახით არსებობს, სადაც დუბაის წამყვანი კოლექციონერები თავიანთ კოლექციებს წარმოადგენენ.

2024 წლის მონაცემებით, ხელოვნების და კულტურის სექტორი დუბაის მშპ-ს 4.6%-ს შეადგენს, რაც 5.6 მილიარდ აშშ დოლარს უდრის. "დუმა" დუბაის ინფრასტრუქტურული პროექტების მზარდი პორტფოლიოს ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქ-სახელმწიფოს ხელოვნების სტატუსის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორისააასკერალისგამზირი (Askeral Avenue) — 50 000 კვადრატულ მეტრიანი სივრცე, სადაც განთავსებულია სამხატვრო გალერეები, საზოგადოებრივი სივრცეები და სხვა კრეატიული ორგანიზაციები და ბიზნესები. 2017 წელს ასკერალზე გაიხსნა საგამოფენო სივრცე - "Concrete", რომელიც პრიცკერის პრემიის ლაურეატმა არქიტექტორმა რემ კოლჰასმა და მისმა ფირმამ OMA- დააპროექტეს. 2022 წელს დუბაის ბიზნეს რაიონში კი ექსპერიმენტული მუზეუმი სახელწოდებით "მომავლის მუზეუმი" გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები