მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დუბაიში ქართული რესტორანი გაიხსნა

5bc09009b7fe1
ლევან თაღიაშვილი
12.10.18 19:00
4916
ქართული რესტორანი "Modi" დუბაიში გაიხსნა. "Modi" Sofitel Dubai Downtown-ის 31-ე სართულზე მდებარეობს. რესტორანი მომხმარებლებს ქართულ კერძებთან ერთად ქართულ ყურძენს სთავაზობს, რომელიც კვირაში ორჯერ მიეწოდება ობიექტს. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალი იქნება პროფესიონალი მოცეკვავეებისგან შემდგარი და მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ფოლკლორულ მუსიკას. კერძები ქართული თევზის, ბოსტნეულის და საკონდიტრო ნაწარმისგან იქნება დამზადებული. მენიუში ასევე შევა ისეთი კერძები, როგორიცაა ჩიხირთმა და სუფ ხარჩო. მთავარი შეფ-მზარეული იქნება გურამ ბაღდოშვილი, რომელიც კერძებს საქართველოს პრეზიდენტებისთვის ამზადებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები