რუსეთის დუმა გადაწყვეტილებას უკან არ წაიღებს. ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის პირველი პირის პოზიციის მიუხედავად, საქართველოსთან ეკონომიკური სანქციები მაინც უნდა დაწესდეს.
როგორც მედიას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განუცხადა, მათი შეხედულება საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
"დუმას პოზიცია შეუცვლელია. რუსოფობიის ცალსახა გამოვლინების გამო, მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი გადაწყვეტილება, უნდა ამოქმედდეს’’-დასძენს რუსი დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური ემბარგოს დაწესებას მხარი გუშინ დაუჭირა, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მთავრობას მიმართა, წინადადებები შეიმუშაოს და პრეზიდენტს წარუდგინოს. თუმცა მედვედევის აპარატს პუტინი არ დაელოდა, კრემლის მეთაურმა გუშინვე განაცხადა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო, სანქციებს არ დააწესებდა.

























