მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუმბაძე და მეძმარიაშვილი აცხადებენ, რომ აგენტების კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

6407a8964992b
თელარა გელანტია
08.03.23 01:09
1150
"ქართული ოცნების" დეპუტატი ქეთი დუმბაძე BMG-სთანაც ადასტურებს, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტს ხმა მისცა.

საქმე ის არის, რომ ქეთი დუმბაძე ერთ-ერთი იყო იმ ოთხი დეპუტატიდან (ქეთევან დუმბაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო და ირაკლი მეძმარიაშვილი), რომელთაც ოქმის მიხედვით, უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

"ტექნიკური ხარვეზი იყო, გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე", - თქვა დუმბაძემ.

აღსანიშნია, რომ მსგავსი განმარტება გააკეთა კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი მეძმარიაშვილმაც. მისივე თქმითაც, კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ვინ (არ) დაუჭირა მხარი აგენტების შესახებ რუსულ კანონს - დეპუტატების სია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები