მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დუმის დეპუტატი: საქართველომ ღვინო და მინერალური წყალი უფასოდ NATO-ს გაუგზავნოს

5d234818df9f9
მიხეილ ხაჩიძე
08.07.19 17:45
5742

"საქართველომ ღვინო და მინერალური წყალი უფასოდ NATO -ს გაუგზავნოს"  - ეს განცხადება  რუსეთის დუმის დეპუტატმა ალექსეი პუშკოვმა გააკეთა.


მისი თქმით, "იმ ჭაში არ უნდა ჩააფურთხო, საიდანაც წყალს სვამ".

რუსი დეპუტატი იქვე დასძენს, რომ ბოდიშის მოხდის დრო დასრულებულია.

"საქართველოში ანტირუსული გამოსვლებია.. თავდასხმა ჩვენს ტურისტებზე.. თავიანთი ღვინო და მინერალური წყალი NАТО-ს გაუგზავნონ უფასოდ, მეეჭვება ფული გადაუხადონ. იმ ჭაში არ უნდა ჩააფურთხო, საიდანაც წყალს სვამ", - განაცხადა დუმის დეპუტატმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოდან მინერალური წყლებისა და ღვინის იმპორტის აკრძალვის ინიციატივით რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ვიცე-სპიკერი დღეს გამოვიდა. სერგეი ნევეროვმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხიც განიხილონ და დაამტკიცონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები