მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუნდუა-კაკულიას: სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის გადავადების გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო

5c0a726201c70
სალომე მეცხვარიშვილი
07.12.18 17:06
1145
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება გადაიდო.

მისი თქმით, 15 ნოემბრის ნაცვლად რეგლამენტი 15 იანვარს ამოქმედდება.

დუნდუას თქმით, იმპორტიორები, რომლებსაც აღნიშნული რეგლამენტი ეხებოდათ, არ იყვნენ მზად იმ დოკუმენტაციის წარდგენისთვის, რომელსაც მათ რეგლამენტი ავალდებულებდა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ წლის ბოლოსთვის მათ დამატებითი ფინანსური დანაკარგები არ ჰქონოდათ.

დუნდუა აცხადებს, რომ ვადის გადაწევაზე გადაწყვეტილება მიიღო არა ფინანსთა სამინისტრომ, არამედ - მთავრობამ.

ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე რუსთავის ფოლადის წინაშე არსებულ პრობლემებს განიხილავენ.

კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ გადაიდო მომავალი წლის იანვრამდე იმ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება, რომელსაც ქვეყანაში ხარისხის კონტროლის მექანიზმები შემოჰქონდა და 15 ნოემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები