მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დუშეთის ისტორიული ქუჩების რეაბილიტაციაზე 4 მილიონზე მეტი დაიხარჯება

5b31dc045fdf1
თამუნა დემეტრაშვილი
26.06.18 10:23
611
ქალაქ დუშეთის ისტორიული ქუჩების რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი 4,6 მილიონ ლარით დააფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში (RDP III) იგეგმება. პროექტით განსაზღვრულია რუსთაველის, ერეკლე II-ის, ჭავჭავაძის, შამანაურის, წმ. ნინოს და კოსტავას ქუჩების შერჩეულ მონაკვეთებზე განთავსებული მე-19 და მე-20 საუკუნის კულტურიული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, ასევე განსაკუთრებული ღირებულის მქონე ორი სახლის - ილია ჭავჭავაძისა და ე. წ. „აპრელოვის“ სახლების რეაბილიტაცია.

სამუშაოების ძირითადი ნაწილი მოიცავს შენობების ფასადების და გარეგანი იერსახის რეაბილიტაციას. თუმცა, საჭიროების განსაზღვრულია ასევე ზოგიერთი შენობის ავარიული ნაწილების და მზიდი კონსტრუქციების გამაგრებითი ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ქუჩებიც. სამუშაოების შესყიდვის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები