მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა

დუტა სხირტლაძე

დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა და მისმა მეუღლემაც დაადასტურა. დიდი ალბათობით, "იმედის" დატოვება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

რამდენიმე დღის წინ დუტა სხირტლაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ახალგაზრდების დაკავებას და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

"ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!! გამოუშვით!!!

ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც).. პატარა გოგო-ბიჭებს... ჟურნალისტებს, ოპერატორებს... ქვეყანა ამათია. შვილებისაა... ვიღაცები "ბანდერლოგებს" უწოდებენ.. აი ამათ... ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას... თავისუფლებაში დაბადებულებს. ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ... ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი... ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს", - წერს დუტა სხირტლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები