მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dyson ოფიციალურად საქართველოშია – სად შეძლებთ მისი პროდუქციის შეძენას?

646b26962a5ea
BM.GE
22.05.23 12:26
4091
Dyson-ის პროდუქცია, რომელიც უნიკალური და ინოვაციური ტექნოლოგიით გამოირჩევა, ქართულ ბაზარზე ახლა უკვე ოფიციალურადაა წარმოდგენილი. „ჯეოტეკ დისტრიბუციამ“ სულ რამდენიმე თვეა ბრენდთან თანამშრომლობა გააფორმა და მისი ერთადერთი დისტრიბუტორი გახდა რეგიონის სამ ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

Dyson-ის პროდუქციას ქართველი მომხმარებელი მანამდეც იცნობდა, თუმცა ამ დრომდე ხელი არ მიუწვდებოდა ბრენდის ოფიციალურ ტექნიკაზე. ახლა კი, მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ Dyson-ის ოფიციალური საგარანტიო პირობებითა და ავტორიზებული სერვის ცენტრების მომსახურებით.

ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს სამ კატეგორიას – მტვერსასრუტებს, ჰაერის გამწმენდ მოწყობილობებსა და თმის მოვლის საშუალებებს, როგორებიცაა თმის საშრობი, სტაილერი და უთო.

„Dyson-თან თანამშრომლობის გაფორმება მარტივი პროცედურა არ ყოფილა, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია მთელ მსოფლიოში და, შესაბამისად, ყველა დისტრიბუტორისა თუ საცალო ქსელის სასურველი პარტნიორია. თუმცა ჩვენი გამოცდილებისა და სწორი მიდგომის დახმარებით, მოვიპოვეთ Dyson-ის ნდობა და 2023 წლის იანვარში მოლაპარაკებებიც წარმატებით დავასრულეთ. გვიხარია, რომ Dyson-ის უნიკალური ტექნოლოგია რეგიონში ფართოდ ხელმისაწვდომი გავხადეთ“, – ამბობს „ჯეოტეკ დისტრიბუციის“ ბიზნეს სტრატეგიის განვითარების ხელმძღვანელი, სოფიო ჭუმბურიძე.

Dyson-ის პროდუქციის შეძენა ქართველ მომხმარებელს შეუძლია როგორც ონლაინ, ისე სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიათა ქსელში. მათ შორისაა: ალტა, ზუმერი, ელიტ ელექტრონიქსი, კონტაქტ ჰოუმი, ეფლ სითი, აიტექნიკსი, ვენდუ, ველი სთორი და ექსტრა.ჯი.

„უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს შევთავაზოთ Dyson-ის ბრენდირებული ზონები მათსავე მაღაზიებში, სადაც მომხმარებელს დახვდებიან გადამზადებული, პროფესიონალი ექსპერტები. აქ დაინტერესებულ პირებს პროდუქციას ადგილზე გააცნობენ, გაუწევენ სრულფასოვან კონსულტაციას მის ტექნიკურ მახასიათებლებზე და ამით დაეხმარებიან მარტივად მიიღონ Dyson-ის პრემიუმ პროდუქციის შეძენის სასიამოვნო გადაწყვეტილება.

ასევე, მომხმარებლებს რეგულარულად შევთავაზებთ ბევრ სხვადასხვა კამპანიას, რაც უახლოეს მომავალში ბაზარზე კიდევ უფრო მეტად აამაღლებს ბრენდის ცნობადობას“, – გვითხრა სოფიო ჭუმბურიძემ.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ბრენდი Dyson 30 წელია აწარმოებს პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რომელიც მომხმარებლებს დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციური მახასიათებლებით ხიბლავს. ბრენდის ტექნიკას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია – არის გამოსაყენებლად კომფორტული და მოსახერხებელი, მრავალფუნქციური, მძლავრი და აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა. Dyson-ის პროდუქციის საერთო უნიკალურობა კი, მის ძრავაში მდგომარეობას, რომელიც გამოირჩევა ხმის დაბალი დონით, დიდი სიმძლავრითა და კომპაქტური ზომით.

„როდესაც ვსაუბრობთ Dyson-ზე, ვსაუბრობთ ინოვაციურ პრემიუმ ხარისხზე. ყველასათვის მიმზიდველი ვიზუალის უკან დგას უმთავრესი რამ – ეს არის უნიკალური, დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელსაც მხოლოდ Dyson სთავაზობს მომხმარებელს.

Dyson-ის იდენტობა სრულად ეფუძნება გამორჩეულ ტექნოლოგიებს. ბრენდმა იცის, რომ მომხმარებელს აღიზიანებს პროდუქტი, რომელიც არ მუშაობს სწორად და ამ პრობლემას მარტივად ჭრის – მუდმივი სიახლეებითა და პროგრესით“, – ამბობს სოფიო ჭუმბურიძე.
(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები